11. მე-11 ჯგუფის ელემენტები

11.1. სპილენძი, ვერცხლი და ოქრო

1. რა მსგავსება და განსხვავებაა პირველი და მეთერთმეტე ჯგუფების ელემენტების ატომების ელექტრონულ კონფიგურაციებს შორის?

2. განმარტეთ, რატომ არის მე-11 ჯგუფის მეტალები ცვალებადვალენტიანი?

3. რით აიხსნება ოქროს ატომის იონიზაციის I ენერგიის შესამჩნევი ზრდა?

4. რით აიხსნება ვერცხლის ატომის იონიზაციის II ენერგიის დიდი მნიშვნელობა? რატომ არის ვერცხლის ჟანგვითი რიცხვი ნაერთებში ძირითადად მხოლოდ +1, სპილენძის - +2, ხოლო ოქროსი  - +3?

5. რაში ვლინდება Cu, Ag და Au ელემენტების მსგავსება მე-10 ჯგუფის d-მეტალებთან (Ni, Pd, Pt)?

6. შეადარეთ სპილენძის, ვერცხლისა და ოქროს ქიმიური აქტიურობა.

7. რატომ და როგორ ეცვლებათ ფერი ჰაერზე სპილენძისა და ვერცხლის ნაკეთობებს? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.

8. რომელ არაორგანულ ნაერთებში იხსნება მე-11 ჯგუფის ელემენტები? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.

9. რომელი ნაერთების სახით არის გავრცელებული სპილენძი ბუნებაში? დაწერეთ მათი ქიმიური ფორმულები.

10. რომელი მეთოდი გამოიყენება სპილენძის მისაღებად? როგორ ახორციელებენ სპილენძის მიღების სამრეწველო ხერხს? მოკლედ აღწერეთ პროცესის მიმდინარეობა

11. რა გამოყენება აქვს მეტალურ სპილენძს? დაასახელეთ სპილენძის მნიშვნელოვანი შენადნობები.

12. სპილენძის რომელი ნაერთი გამოირჩევა მაღალი ტემპერატურის მიმართ განსაკუთრებული მდგრადობით?

13. სპილენძის რომელი ოქსიდი ურთიერთქმედებს ტუტესთან? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.

14. როგორ ღებულობენ ძირითადად Cu2+-ის მარილებს? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.

15. სპილენძის რომელ მნიშვნელოვან აკვაკომპლექსს იცნობთ და რა გამოყენება აქვს ამ ნაერთს?

16. რა ნივთიერებები მიიღება კალიუმის იოდიდის და სპილენძ(II)-ის ქლორიდის ურთიერთქმედებით, თუ:
Cu2+ + Iˉ + e ⇄ CuI                       j° = 0.84 ვ
I2 + 2e- ⇄  2 Iˉ                              j° = 0.54 ვ
Cl2 + 2e- ⇄ 2 Clˉ                            j° = 1.36 ვ

17. როგორ მიიღება სპილენძ(II)-ის ამიაკატური კომპლექსი? დაწერეთ შესაბამისი რეაქციის ტოლობა. რა გამოყენება ჰქონდა ადრე ამ პროდუქტს?

18. ზოგჯერ სპილენძის ნაკეთობებზე შეიმჩნევა მწვანე შეფერილობის წარმოქმნა. სპილენძ(II)-ის ჰიდროკარბონატის წარმოქმნა: Cu, H2O, O2 და CO2) დაწერეთ რეაქციის ტოლობა მოცემული ნაერთის წარმოქმნისას.

19. როგორია [Cu(NH3)4]2+-იონის სტრუქტურა? როგორი მაგნიტური თვისება იქნება მისთვის დამახასიათებელი?

20. რომელი მეთოდით ღებულობენ ვერცხლს? დაწერეთ შესაბამისი რეაქციის ტოლობა.

21. მადანში არსებული რომელი მეტალისაგან დასაცილებლად გამოიყენება ძლიერ მჟანგავ მჟავებში ვერცხლის გახსნის უნარი?

22. რა გამოყენება აქვს ტექნიკაში Ag2O-ს ამიაკიან ხსნარს?

23. რით აიხსნება ვერცხლის ამიაკატის უმდგრადობა მჟავა გარემოში?

24. KCl და AgCl ნაერთებიდან, რომელშია ბმის უფრო მაღალი კოვალენტურობის ხარისხი და რატომ?

25. რომელი ნივთიერების წყალხსნარებში იხსნება ვერცხლის ქლორიდი?

26. რომელი მეთოდი გამოიყენება ოქროს მისაღებად? დაწერეთ შესაბამისი რეაქციის ტოლობა.

27. როგორ მიიღება Au+-ის ნაერთები?

28. რით აიხსნება ვერცხლის და ოქროსის თვისება, რომ ისინი განუსაზღვრელად ერევიან შედნობისას ერთმანეთს?

29. ოქროს რომელ კომპლექსურ მჟავებს იცნობთ? მათგან რომელი კომპლექსური მჟავა გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნის (სარკომის) ადრეულ სტადიაზე სამკურნალოდ?

30. რომელია სპილენძის, ვერცხლის და ოქროს აღმომჩენი რეაქციები? ჩამოთვალეთ მათი ერთმანეთისაგან დაცილების ხერხები.

31. რომელი შენადნობების სახით გამოიყენება ოქრო?

32. რა როლს ასრულებს მე-11 ჯგუფის მეტალები ადამიანის ორგანიზმში?

33. ოქროს რომელი იზოტოპი გამოიყენება ადამიანის ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტიკისა და სიმსივნური დაავადების რადიოთერაპიაში?

34. სპილენძის და ვერცხლის რომელ უმნიშვნელოვანეს ნაერთებს იცნობთ, რომელთაც გამოყენება ჰპოვეს ადამიანის ყოფიერებაში.

 

s